რუსეთის რუკა

Tuesday, May 25, 2010



რუსეთი – ბოროტების იმპერია
რუსეთის ბოროტების იმპერია არსებობს არა 50 წელი, ამერიკის კონგრესის მიერ დამონებული ხალხების რეზოლუციის მიღების მომენტიდან, არამედ სულ მცირე 500 წელი.

ავტორები: რუსლან საიდოვი, ვლადიმირ ფილინი

1547 წლის 16 იანვარს მოსკოვის კრემლში საზეიმოდ გამოცხადდა ბოროტების იმპერია. ამ დღეს უსპენსკის სობორში შედგა ივანე VI მრისხანის მეფედ კურთხევის ცერემონია – ახალგაზრდა კაცისა, რომელიც იტანჯებოდა მძიმე ფსიქიური დაავადებით, ფანატიზმით, სადიზმით და ჰომოსექსუალიზმით. ამ მოვლენიდან ჯერ კიდევ 50 წლით ადრე, ივანე მრისხანეს ბაბუამ – მოსკოვის ხანმა (მთავარმა) ივანე III – ოფიციალურად გამოაცხადა მოსკოვი ახლად დაშლილი ოქროს ურდოს მემკვიდრედ, რომელიც მის მიერ ევროპისა და აზიის დამონებული ხალხების აღქმაში წარმოადგენდა ბოროტების იმპერიის წინამორბედს და განაცხადა პრეტენზიები ყოფილ ოქროს ურდოულ მიწებზე.

ივანე III-ს მემკვიდრეებმა განაგრძეს მისი პოლიტიკა. XVI საუკუნის მოსკოვის ირგვლივ ყალიბდებოდა ბოროტების ახალი იმპერია, რომელიც ევრაზიაში გახდა ყველაზე მსხვილი სამხედრო-ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ივანე მრისხანე თავის თავს უწოდებდა “თეთრ მეფეს“, კაგანს, თეთრ ან დასავლელ ხანს, მონღოლეთის იმპერიის, ჩრდილო-დასავლეთის ოლქის – თეთრი (ოქროს) ურდოს მმართველს. ის ტრაბახობდა, რომ თავისი წარმომავლობით დაკავშირებულია თვით ჩინგისხანთან. ეს კი ასე არ იყო. ივანე მრისხანე მამის მხრიდან იყო მოსკოვში ოქროს ურდოს მეფის ნაცვლის ივანე კალიტას შთამომავალი, დედის მხრიდან კი ოქროს ურდოს ხან მამაის შთამომავალი, რომელიც ჩინგისხანი არ იყო და ამიტომ ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში ითვლებოდა არალეგიტიმურ მმართველად, რაც ერთადერთი მიზეზი იყო ცნობილი ბრძოლისა კულიკოვოს ველზე.


ახლად შექმნილ ბოროტების იმპერიაში ერთ-ერთმა პირველებმა ებრაელებმა განიცადეს დისკრიმინაცია. ივანე მრისხანემ ებრაელ ვაჭრებს აუკრძალა მოსკოვიაში შესვლა. როგორც მომდევნო დროებში, ებრაელთა დაცვისათვის დაუყოვნებლივ გამოვიდა მაშინდელი საერთაშორისო საზოგადოება. 1550 წელს პოლონეთის მეფემ სიგიზმუნდ-ავგუსტუსმა მოითხოვა, რომ ებრაელ ვაჭრებს კვლავ ჰქონოდათ ნება დართული მოსკოვში შესვლისა, მაგრამ ივანე მრისხანემ მას უარი უთხრა.

ბოროტების იმპერიისაგან ებრაელთა მსგავსად დაზარალდნენ სხვა ხალხებიც. პირველ რიგში, იდელ-ურალის, ჩრდილოეთ კავკასიის და ყირიმის ხალხები. ნამდვილად პირველი სერიოზული მსხვერპლი გახდა ყაზანის სახანო, მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც იყო მონღოლების მიერ XIII საუკუნეში განადგურებული ვოლგის ბულგარეთის მემკვიდრე. ივანე მრისხანემ უმეთაურა სამ ლაშქრობას ყაზანზე. მესამე ლაშქრობა (1552 წლის ივნის-ივლისი) – დასრულდა ყაზანის აღებით. ლაშქრობაში მონაწილეობდა 150 ათასიანი მოსკოვის არმია, მისი შეიარაღება მოიცავდა 150 ზარბაზანს. ყაზანის კრემლი აღებულ იქნა შეტევით, ქალაქის დამცველები სულ ერთიანად ამოწყვიტეს. დაიწყო ძალადობრივი რუსიფიკაცია და ძალისმიერი გაქრისტიანება. მეფეს კი მრავალი წელი დასჭირდა, რათა მისი ხელისუფლების ქვეშ მოექცია ყაზანის ფინო-უგრული და თურქული ხალხები: ჩერემესები, მორდვა, უდმურტები, ჩუვაშები, ბაშკირები.

1556 წელს მოსკოვს ძალადობრივად მიუერთდა ასტრახანი. შედეგად მთელი შუა და ქვემო ვოლგისპირეთი (ისევე როგორც მთელი ოლქი კამაზე) დამონებულ იქნა ბოროტების იმპერიით. აქ დაიწყო კოლონიზაცია, 1580-იან წლებში აღმოცენდნენ კოლონიზაციიის ცენტრები – სამარა, სარატოვი, ცარიცინი, უფა. ასტრახანის დამორჩილების შემდეგ მოსკოვის გავლენა მისწვდა კავკასიას. 1559 წლიდან დაიწყო ძალადობრივი თავსმოხვევა მართლამდიდებლობის მოსკოვური ვარიანტისა ჩრდილოკავკასიელ მთიელებზე, მიუხედავად მთიელთა მასიური განადგურებისა, საქმემ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

1559 წელს მოსკოვის ჯარებმა განახორციელეს ლაშქრობა ყირიმში, გაანადგურა რა ყირიმის ძლიერი პორტი გეზლევი და გაჟლიტა მისი მაცხოვრებლები. საპასუხოდ ყირიმის ხანმა დევლეთ I გირეიმ დაიფიცა დაებრუნებინა დამოუკიდებლობა ყაზანისა და ასტრახანისთვის. 1563 და 1569 წლებში თურქეთის მონაწილეობით მან განახორციელა ორი წარუმატებელი ლაშქრობა ასტრახანზე. 1570 წელს კი უფრო წარმატებული რეიდი რიაზანზე. საბოლოოდ 1571 წელს პოლონეთის და ლიტვის დიდი სამთავროს მხარდაჭერით ყირიმის ხანმა განახორციელა დიდი ლაშქრობა მოსკოვზე და ალყა შემოარტყა კრემლს. ივანე მრისხანე გაიქცა ვოლოგდაში. ბოროტების იმპერია დაღუპვის პირას იდგა, მაგრამ ხანმა უხილავი მიზეზებით მოულოდნელად მოხსნა ალყა და დაბრუნდა ყირიმში.

დაიმონა რა ტერიტორიები მოსკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით, ივანე მრისხანე დაიძრა დასავლეთისკენ, 1558 წელს მან გაგზავნა თავისი ურდოები ბალტიისპირეთში. ომი მოსკოვისათვის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მეფის ჯარებმა აიღეს და გაძარცვეს ნარვა, იურიევი და კიდევ 20 ბალტიისპირეთის ქალაქი. მაგრამ შემდეგ დაიწყო მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიძნელეები და მარცხი. არ სურდა რა დამორჩილებოდა მოსკოვს, ლივონიის ორდენის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის მიმართა ლიტვის დიდ სამთავროს, მრავალეროვნულ, 90 % აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს დღევანდელი უკრაინის, ბელორუსიის და ლიტვის ტერიტორიაზე, რომლებიც მაშინ ითვლებოდნენ ნამდვილ რუსეთად მოსკოვის ურდოს საპირისპიროდ. ამავდროულად ტალინის მაცხოვრებლებმა ითხოვეს შვეციის შემადგენლობაში შესვლა.

ამგვარად, ლივონიის ორდენმა მოსკოვთან წინააღმდეგ ომში ჩართო ლიტვის დიდი სამთავრო და შვედეთი.

ივანე მრისხანემ კი გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა, და 1563 წელს მისმა ჯარებმა გააუკაცრიელეს ბელარუსი, აიღეს ქალაქი პოლოცკი. ივანე მრისხანემ აღმოსავლეთ სლავური მიწების დასაპყრობად აწარმოვა მასიური ტერორის კამპანია. პოლოცკში მეფის ბრძანებით დაახრჩვეს ფომა, რეფორმატორული იდეების პოპულარული მქადაგებელი. გაუსწორდნენ პოლოცკის ებრაელებსაც, რომლის ინიციატორიც იყო მეფის თანმხლები მოსკოვის მართლმადიდებლობის გამოჩენილი მოღვაწე – იოსებ-ვოლოკამსკის მონასტერის იღუმენი ლეონიდე. მოსკოვის არმიაში მყოფმა თათრებმა გაანადგურეს ბერნარდინელი ბერები.

1564 წლის 28 იანვარს მეფის არმია, მოძრაობდა რა მინსკის მიმართულებით, მოექცა ალყაში და იქნა განადგურებული მდინარე ულეზე ბელორუსებისა და მათთან დასახმარებლად მოსული უკრაინელებისა და პოლონელების მიერ.

ულეზე განადგურებამ ბიძგი მისცა იმათ დასჯას, ვინც გიჟმა ივან მრისხანემ დამარცხებაში დამნაშავედ მიიჩნია: დასჯილ იქნენ სამხედრო მეთაურები თავადები ობოლენსკები, მიხაილ რეპინი და იური კაშინი. კაშინი დასჯილი იყო აგრეთვე იმისათვის, რომ მან არ იცეკვა მეფის ღრეობაზე ნიღბით. თავადი დიმიტრი ობოლენკსკი კი იმისათვის, რომ მან ამხილა მეფის საყვარელი ფიოდორ ბასმანოვი მეფესთან ჰომოსექსუალურ კავშირში. ამ დავისათვის დასჯილი იქნა აგრეთვე ცნობილი ვოევოდა შერემეტევი.

ბოროტების იმპერიის ისტორიაში XVI საუკუნეში უმთავრესი მოვლენა იყო ოპრიჩნინა. შვიდი წელი, 1565-1572 წწ., სრავდა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს პერიოდი ადამიანების ხსოვნაში შემორჩა ადამიანის ხორცის მანქანის სიმბოლოდ, როგორც ჩვენს ეპოქაში სტალინური დანაშაულობები – კოლექტივიზაცია, შიმშილობა და 1937 წელი. 1564 წლის აპრილში ტარტუდან ლიტვის დიდ სამთავროში გაიქცა თავადი ანდრეი მიხეილის ძე კურბსკი, რუსეთის ისტორიაში პირველი დისიდენტი. მან საზღვარგარეთიდან მის ყოფილ მონარქს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც მკაცრად დაადანაშაულა მეფე ტირანიაში, სჯიდა რა უდანაშაული ადამიანებს. სწორედ თავად კრუბსკის ლიტვაში გაქცევის შემდეგ იქნა შემოღებული ოპრიჩნინა, თავისი არსით საკუთარი სახელმწიფოს მიერ რუსი ხალხის გენოციდის გამომხატველი. გაცილებით დიდი ზარალი იქნა მიყენებული ჩრდილო-დასავლელ, ნოვგოროდის რუსსზე, სადაც შუასაუკუნეებიდან მოყენებული შემონახულ იქნა ვეჩესეული დემოკრატია, მოსკოვის ურდოს მმართველთათვის ეგზომ საძულველი.

1569-1570 წლების ზამთარში ოპრიჩნიკების სადამსჯელო ჯარები, პირადად ივანე მრისხანის სარდლობით, გაემართა ნოვგოროდზე სალაშქროდ, რომლის საბაბადაც იქცა ღალატში დაბეზღება და ეჭვი. გაძარცვულ იქნა ყველა ქალაქი მოსკოვიდან ნოვგოროდამდის, გზად მალიუტა სუკრატოვმა ტვერის ოტროჩესკის მონასტერში პირადად მოგუდა მოსკოვის მართლამდიდებელთა მეთაური მიტროპოლიტი ფილიპი. 1570 წლის 2 იანვარს ოპრიჩნიკების მოწინავე რაზმები მიადგნენ ნოვგოროდს და ალყა შემოარტყეს ქალაქს ზასტავებით. მონასტრებზე, ეკლესიებზე და კერძო სახლებზე აღმართეს სახრჩობელა, დააპატიმრეს და დასაჯეს ბერები, სასულიერონი და გამოჩენილი ნოვგოროდელები. 6 იანვარს ქალაქთან გამოჩნდა ივანე მრისხანე.

8 იანვარს, ოპრიჩნინის ჯარებისა და ნოვგოროდელი სასულიეროების შეხვედრაზე ვოლხოვის დიდ ხიდზე, მეფემ ღალატში დაადანაშაულა არქიეპისკოპოსი პიმენი. ეს უკანასკნელი დააპატიმრეს და ჩასვეს ციხეში. შემდეგ დაიწყო მასიური ჩამოხრჩობები, რომელიც გრძელდებოდა 13 თებერვლამდის. ჩამოხრჩობილ იქნა მრავალი მოქალაქე, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. რუსული მოთხრობისა და მრავალი დეტალის მქონე ნოვგოროდის დარბევის გერმანული აღწერის ცნობის მიხედვით, ივანე მრისხანემ ბრძანა გადაესხათ ნოვგოროდელებისთვის მდუღარე ფისი, და შემდეგ დაფუფქული და ჯერ კიდევ ცოცხლები გადაეყარათ მდინარე ვოლხოვში, რომლებსაც ჩასაძირად მიათრევდენ ციგებით.

სასულიერონი და ბერები სხვადახვა შეურაცყოფების შემდეგ გაროზგეს და გადაყარეს მდინარეში. თანამედროვენი იუწყებიან, რომ ვოლხოვი გაჭედილი იყო გვამებით, და ცოცხალი თქმულებები ამის შესახებ შემორჩა ჯერ კიდევ XIX საუკუნეშიც. კერძო სახლები და ეკლესიები გაიძარცვა, ნოვგოროდელების ქონება და სურსათი გაანადგურეს. ოპრიჩნიკების რაზმები, გაგზავნილნი 200-300 კილომეტრზე, სჩადიოდნენ ძარცვა-გლეჯას და მკველელობებს მთელ ოლქში. დაღუპულთა რაოდენობა უცნობია, თანამედროვე მეცნიერები ითვლიან 15 ათასს, 30 ათასიანი ნოვგოროდის საერთო მოსახლეობიდან.

1572 წლის შემოდგომაზე მეფე იძულებული გახდა გაეუქმებინა ოპრიჩნინა. ის წამსვე გახდა ოდიოზური, ისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ სიტყვის წარმოთქმას გაბედავდა. ოპრიჩნინის აკრძალვას არ შეუწყვეტია ტერორი. ის გრძელდებოდა, მაგრამ რამდენადმე მცირე მასშტაბებში. 1580 წელს მეფემ მოსკოვში გაანადგურა გერმანული სლობოდა, ამოწყვიტა რა მისი მაცხოვრებლების დიდი ნაწილი. როგორია ოპრიჩნინის მახლობელი და შორეული შედეგები? დავიწყოთ მახლობელით. ოპრიჩნინის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა ეკონომიკური კრიზისი – ცენტრისა და ჩრდილო დასავლეთის სოფლები დაცარიელდა. XVI საუკუნის წიგნების წაკითხვისას ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანას მტერთა შემოსევა გადაეტანოს. დაუმუშავებელი დარჩა მიწების 90%.

მიუხედავად ამისა, ფსიქიურად ავადმყოფი ივანე მრისხანე განაგრძობდა გიჟობას. 1575 წელს მისი კაპრიზებით კასიმოვის ხანი, ჩინგიზიდი სემიონ ბეკბულატოვიჩი, მისი დროის ვინმე დიმიტრი მედვედევი, აკურთხეს მეფობაზე, როგორც მეფე „სრულიად რუსეთის დიდი თავადი“, თვით ივანე მრისხანე იწოდა ივან მოსკოვიტად, წავიდა კრემლიდან და ცხოვრება დაიწყო პეტროვკაზე. თერთმეტ თვეში სემეონ ბეკბულატოვიჩი, შეინარჩუნა რა ტიტული დიდი მთავრისა, წავიდა ტვერში, რომელიც მას წილად ერგო, ივანე მრისხანე კი კვლავ იწოდა სრულიად რუსეთის დიდ მთავრად.

ივანე მრისხანის მეფობის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკა განიცდიდა მთელ რიგ წარუმატებლობას. ბოროტების იმპერიის ძალები, გათანგული ხანგრძლივი ომებითა და ოპრიჩნინის ტერორით, სუსტდებოდა და იწრიტებოდა. როგორც ზემოთ ითქვა, 1571 წელს ყირიმის ხანი დევლეთ I გირეი მისი მხედრობით გაიჭრა მოსკოვამდის, აიღო ქალაქი, გადაწვა იგი (მხოლოდ კრემლი დაინდო) ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ტყვეები, გაბრუნდა ყირიმში. გაჭიანურებული ლივონიის ომი გრძელდებოდა, მაგრამ უკვე წარმატების გარეშე.

1576 წელს პოლონეთის მეფედ და ლიტვის დიდი სამთავროს მთავრად არჩეულ იქნა სტეფან ბატორი – ენერგიული, გაბედული, ნიჭიერი მხედართმთავარი. გადავიდა რა შეტევაზე, 1579 წლის 30 აგვისტოს მან გაანთავისუფლა ქალაქი პოლოცკი. ამის შემდეგ ქალაქ მოსკოვის გარნიზონი დათხოვნილ იქნა, „მოსკოვიტების ბევრი მსროლელი და სხვები“ გადავიდნენ სტეფან ბატორის მხარეზე და დასახლებულ იქნენ დროდნოს რაიონში. შემდეგ სტეფან ბატორმა გაათავისუფლა ველიკიე ლუკი. 1581 წლის ზაფხულში სტეფან ბატორმა ალყა შემოარტყა ფსკოვს, რომელიც მაინც ვერ აიღო. მაშინ შვედებმა გაათავისუფლეს ნარვა, სადაც დაეცა 7 000 მეფის სამხედრო პირი, შემდეგ ივანგოროდი და კოპორიე. ივანე მრისხანე იძულებული შეიქნა წასულიყო მოლაპარაკებებზე პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს უნიასთან. 1582 წელს დაიდო 10 წლიანი ზავი, რომლის მიხედვითაც ივანე მრისხანემ უარი განაცხადა ყველა მის დაპყრობილ მიწებზე ბელორუსსა და ბალტიისპირეთში. ომი, რომელიც მეოთხედი საუკუნე მიმდინარეობდა, ბოროტების იმპერიისთვის პირწმინდად წაგებული აღმოჩნდა. 1582 წელს შვედებთან იქნა აგრეთვე დაზავება დადებული, რომლის მიხედვითაც მათ შეინარჩუნეს ესტონეთი და ფინეთის ყურის ის სანაპირო, რომელსაც ძველად დიდი ნოვგოროდი ფლობდა.

დასავლეთსა და აღმოსავლეთში არსებული წარუმატებლობის დროს ხდებოდა მოვლენები, რომლებიც წარმოადგენდა ციმბირის დამორჩილების დასაწყისს. 1581-1582 წწ. დონის კაზაკების ატამანმა ერმაკ ტიმოფეის ძემ 800 კაციანი რაზმით დაიპყრო ციმბირის სახანო, განლაგებული მდინარეებზე ირტისშა და ობზე. ერმაკის მიერ ციმბირის დაპყრობამ დასაწყისი დაუდო იქაური ხალხების დამონებასა და ძალისმიერად ქრისტიანობის მოსკოვურ ვარიანტზე მოქცევას. ერმაკის ბანდას თან ახლდა ორი მღვდელი და ბერები.

ივანე მრისხანე მოკვდა 1584 წლის მარტში. როგორ დაასრულა მან ცხოვრების გზა – იყო კი ბუნებრივი თუ მისი გარემოცვის ხელშეწყობით – რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ. როგორც სტალინის შემთხვევაში, სამეფო კარის დაუსრულებელი ბოროტმოქმედების ვითარება ქმნიდა საფუძველს ყველაზე დაუჯერებელი ხმებისას. ივანე მრისხანის მოწამვლის ვერსიები შემოწმდა 1963 წელს სამეფო საფლავების გახსნისას: გამოკვლევებმა უჩვენეს ნარჩენებზე არანორმალური რაოდენობის დარიშხანის და ზომაზე მეტი ვერცხლისწყლის შემცველობა, რომელიც ყველა წამლის შემადგენლობაში იყო იმ დროისთვის და რომლითაც მკურნალობდნენ სიფილისს, რითაც დაავადებული იყო მეფეც. მკვლელობის ვერსია ჩაითვალა დაუდასტურებლად, მაგრამ არა უარყოფილად.

ინფორმაციის წყარო:http://iberiana.wordpress.com/ruseti/russian-imperia/

No comments:

Post a Comment